ახლობლების ინფორმაციით, აკაკი გიორგაძე სახლიდან 30 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
“იძებნება აკაკი გიორგაძე, სავარაუდოდ, დღეს დილით 11 საათის შემდეგ გავიდა სახლიდან (ნუცუბიძის მე-4 პლატო) და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად. გთხოვთ, თუ ვინმეს გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან ნახეთ სადმე მომწერეთ მე ან სოფო გიორგაძეს.
სავარაუდოდ ეცვა თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი“- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.