იაპონიაში ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი – არის მსხვერპლიც

იაპონიაში, ქალაქ გამაგორში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი ჩამარხა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქარიშხლის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

შემთხვევის შედეგად ელექტროენერგია 160 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. გაუქმებულია 800-ზე მეტი შიდა ფრენა, ძლიერი წვიმის გამო შეჩერებულია რკინიგზის მუშაობაც.

მსგავსი თემები