23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცხედარი სოფელ სიმონეთში, შემთხვევით, ნახეს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო.

მსგავსი თემები