,,არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ეს არის ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოცნებები” – გივი მიქანაძე

,,არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ეს არის ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოცნებები”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„რეალობა არის ერთი – საქართველო რჩება ევროკავშირისთვის ერთგულ პარტნიორად. საქართველოს აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მისწრაფება, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით თუ რეფორმებით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან გამოქვეყნებული ნებისმიერი ინდექსი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და რჩება უპირობო ლიდერად ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

მსგავსი თემები