სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს

სლოვაკეთი ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის ექვს სისტემას შეიძენს.  ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.  მთავრობამ ექვსი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გეგმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს 554,3 მილიონ ევროდ შეიძენს.

ასევე, მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სლოვაკეთი ჩეხეთისგან 1300-ზე მეტ მძიმე სატვირთოს შეიძენს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 708,3 მილიონი ევრო იქნება.

 

 

მსგავსი თემები