,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ” – ფიშერი

,,თუ EU-სკენ მიმავალი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ”, – თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

,,თუ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მოქალაქეს ხელში ძალაუფლება აქვს. კარგია აქტიურობა, აზრის დაფიქსირება, პოდკასტის შექმნა, სტატიის დაწერა, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაწევრიანება, პრაქტიკული მუშაობის შესრულება, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ დემოკრატიაში საბოლოოდ ჯამში კანონები პარლამენტში იწერება და მთავრობა იმისთვის არის, რომ სახელმწიფო კარგად მართოს.

ასე, რომ თუ ნამდვილად გსურთ რაიმეს ცვლილება, ჩაერთეთ პოლიტიკაში, შეუერთდით პარტიებს, შედით პარლამენტში, დაწერეთ კანონები. აი, სად არის ნამდვილი ძალაუფლება. თითოეულ მოქალაქეს, ვინც 18 წელს გადააბიჯა აქვს სუპერძალა ხელში, ეს არის ხმის მიცემის უფლება.

გერმანიაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ხმა მისცეთ. გერმანიაში კანონი ამას არ ავალდებულებს, თქვენ არ ხართ იურიდიულად ვალდებული, რომ ხმა მისცეთ, შეგიძლიათ თავი აარიდოთ, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, სადაც ვსაუბრობთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, ღმერთო ჩემო, წადით და ხმა მიეცით. ეს მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ყოველთვის ეცადეთ გადაამოწმოთ იგი, არ მოაქციოთ თქვენი თავი ერთ საინფორმაციო ბუშტში”, – განაცხადა ფიშერმა.

მსგავსი თემები