ტრამპს ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს.

სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას, თუმცა ამსუბუქებს მათ ნაწილს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტი აქვთ.

„როიტერის“ ცნობით, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია.

 

მსგავსი თემები