მარნეულში მაღაზია ,,მაგნიტი” გასულ ღამეს მეხუთედ გაძარცვეს

მარნეულში სასურსათო მაღაზია ,,მაგნიტი” გასულ ღამეს უკვე მეხუთედ გაძარცვეს. ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერში 4 მძარცველი ჩანს. გატეხილია მაღაზიის შუშები და მაღაზიაში არსებული ფეიბოქსი. მაღაზიიდან წაღებულია პროდუქციაც.

რამდენიმე დღის წინ აღნიშნული მაღაზის გარე პერიმეტრზე არსებული ფეიბოქსი იქნა მოპარული და დაახლოებით 10 ათასი ლარი წაღებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და  მიმდინარეობას საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული, ამ დროისთვის, არავინაა.

მსგავსი თემები