“ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება“ – თეა წულუკიანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალებას, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“ძალიან მეწყინა გიორგი კობერიძის გარდაცვალება. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას! მან თავი პროფესიონალიზმით, ზომიერებითა და ზრდილობით დაგვამახსოვრა. ვგულშემატკივრობდი სენთან ბრძოლაში და, როგორც ყველას, იმედი მქონდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე თავისი კითხვებით. განისვენე მშვიდად” – წერს თეა წულუკიანი.

 

მსგავსი თემები