ირანში ავტოსაგზაო შემთხვევას პაკისტანელი მომლოცველები ემსხვერპლნენ

ირანში ავტობუსი, რომელსაც პაკისტანელი მომლოცველები გადაჰყავდა ავარიაში მოჰყვა. BBC-ს ცნობით, შემთხვევას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი პროვინცია იაზდში მოხდა. პოლიციის წინასწარი დასკვნის მიხედვით, ავარია ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

მომლოცველები ერაყის წმინდა ქალაქ ქარბალაში მიემგზავრებოდნენ.

მსგავსი თემები