ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა. შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა.

AJARATIMES.GE წერს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო.

გამოცემის ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია. ახლა მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები