კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი სენაკში

ქალაქი სენაკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, კერძოდ კი სამეგრელოში. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და კულტურის ცენტრი, რომელიც ქალაქ სენაკს ამშვენებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია.

თეატრის შენობის არქიტექტორია ვახტანგ გოგოლაძე. შენობა ქალაქის ცენტრალურ ადგილს იკავებს და მას  სწორკუთხედის ფორმა აქვს. შენობა სამსართულიანია. მაყურებელთა დარბაზი კი განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში.

დარბაზი წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 500 მაყურებელზეა გათვლილი. რაც შეეხება მხატვრობას, ვესტიბიულისა და საკონცერტო დარბაზის ჭერი 1980 წელს დიმიტრი ბარქაიამ მოხატა.

დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბა, მისი შიდა სივ­რცე, თუ გარე ფა­სა­დი იშ­ვი­ა­თი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. თე­ატ­რა­ლუ­რი დასი ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლენ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა თე­ატ­რის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 1955 წელს და­ი­წყო და 1959 წელს დას­რულ­და.

1992-1993 წლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომე­ბის დროს ნა­გე­ბო­ბა და­ზი­ან­და. მო­რი­გი რე­კონ­სტრუქ­ცია კი 2016 წელს დას­რულ­და. 1940 წლი­დან თე­ატრს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

თეატრი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. მის რეაბილიტაციაში  10 მლნ ლარი დაიხარჯა.  უმაღლესი სტანდარტებით რეაბილიტირებული თეატრი საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს მასპინძლობს.

მსგავსი თემები