“მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება“- რუსი დეპუტატი

„მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“- განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტინმა.

დეპუტატი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, მსოფლიო, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის პირას მიიყვანეს.

„დასავლური მოდელის სამხედრო ტექნიკის არსებობის, უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

 

მსგავსი თემები