კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ მიქაუტაძის ტრანსფერის გამო უჩივის

გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ უჩივის.  ინფორმაციას Lequipe-ი ავრცელებს. კლუბებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს პირველ აგვისტოს, რომლის მიხედვითაც, ლიონის „ოლიმპიკი“ გარიგების თანხის პირველ ნაწილს, 8 მილიონი ევროს „მეცს“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხდიდა.

საბოლოოდ, ასე არ მოხდა – ლიონის „ოლიმპიკმა“ ამ ეტაპზე „მეცს“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადაურიცხა. ეს თანხაც გიორგის ყოფილმა კლუბმა დაგვიანებით, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მიიღო.

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი, მთლიანობაში, 18.5 მილიონი ევროა. ამას დაემატება ბონუსი ქართველი ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან.

 

მსგავსი თემები