ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები“ – განაცხადა გლადკოვმა.

გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

 

მსგავსი თემები