ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს. მათ ცხელება და ხველა აღენიშნებათ.

ოთხივე მოქალაქე ერთი ოჯახიდან არის, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთ-ერთი კი მცირეწლოვანია.

კლინიკაში  აცხადებენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალ კორონავურსზე კვლევის მიზნით, მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაიგზავნება.

მსგავსი თემები