„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა“-ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში ბაიდენი დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ამის შესახებ, მან ილონ მასკთან ინტერვიუს დროს. ტრამპი ამბობს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

„პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის პატივს მცემდა“- განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ პუტინთან ხშირად საუბრობდა უკრაინაზე.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მის „ძლიერ“ ურთიერთობას შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება.

„მე პუტინს ვუთხარი, ნუ გააკეთებ ამას, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ვლადიმერ პუტინმა კი მითხრა – არავითარ შემთხვევაში. რუსეთმა ჩვენთან ერთად დაამარცხა გერმანია და მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. როგორც იცით, ისინი დიდი ხანია, არსებობენ. რუსეთი დიდი საბრძოლო ძალაა და ეს უსამართლობაა. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ me შემეძლო ამის შეჩერება“- განაცხადა ტრამპმა.

 

მსგავსი თემები