ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

,,ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები