„ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს”- ბელგოგრადის ოლქში ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს ინფორმაციას.

გლადკოვის თქმით, ევაკუაციის მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კრასნოიარუჟთან აქტიური მოქმედებებია.

„ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს: მტერი აქტიურობს კრასნოიარუჟის საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ყველაფერს გაააკეთებენ, რომ საფრთხეს გაუმკლავდნენ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ვიწყებთ ადამიანების გაყვანას, რომლებიც კრასნოიარუჟის რაიონში ცხოვრობენ“– ამბობს გუბერნატორი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები