სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა” და სექტორ „ხიხაძირის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ და 1965 წ. დაბადებული ე.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მსგავსი თემები