მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა იზღუდება

იუსტიციის ხიდის დემონტაჟის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს.

,,მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები