ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები საარჩევნო გარემო და მასზე „რუსული კანონის“ გავლენა იყო.

„წელს, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, არჩევნებია, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი“- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე ინფორმაციიით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო ე.წ „რუსულ კანონის“ გამოწვევებზე.

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან. ისინი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

მსგავსი თემები