,,რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დიდი ალბათობით, ცუდ მდგომარეობაში დარჩება”- დიმიტრი პესკოვი

,,ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ – ამერიკის ურთიერთობებზე,” – ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ – ამერიკის ურთიერთობები დიდი ალბათობით, ისევ ცუდ მდგომარეობაში დარჩება.

„რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არაა საჭირო სერიოზულად გავაზვიადოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები