,,რუსეთი მზად არის თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. ,,საზღვრების დელიმიატიის პროცესი” უნდა დაიწყოს, რაც აგრესორი ქვეყნის მტკიცებით, ,,ხელს შეუწყობს სასაზღვრო ტერიტორიების სტაბილიზაციას”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ ,,რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ. მათ შორის თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა, რათა მათ საერთო რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები”.

ზახაროვა ამტკიცებს, რომ ამ საკითხების აქტუალურობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ,,ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ისარგებლონ შიდარეგიონული წინააღმდეგობებით, აშკარა მიზნით, რომ ესკალაცია გაუკეთონ ვითარებას რუსეთის საზღვრებზე”.

მსგავსი თემები