„კურსკში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება“- მედია

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა.

“რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”- წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ვრცელდება ცნობები, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება.

 

 

მსგავსი თემები