,,თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის” – გიორგი ვაშაძე

პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე და პოლიტიკური პლატფორმა ,,ერთიანობის” წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება, აბსურდული გადაწყვეტილებაა.

,,თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია. საკითხი არის – რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის.

პირდაპირ გეტყვით, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს, ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს იმის ნახევარი, რაც დღეს აქვთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

მსგავსი თემები