რუსეთის სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში აფეთქება მოხდა ქარხანა ,,ავანგარდში”, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაირუპა. ინფორმაციას მედია ,,როსტეხიაზე” მითითებით ავრცელებს, რომელიც ქარხნის მფლობელია.

მედიის ცნობით, აფეთქება სახელოსნოში მოხდა, სადაც ,,როსტეხის” თანამშრომლები ძველი მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდნენ. არსებული ინფორმაციით, მუშების მთელი გუნდი დაიღუპა.

ბაშკირეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ მუშებმა მიიღეს თერმული დამწვრობა, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები