ხვალიდან ქართველი ძალოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვებიან

ხვალიდან ქართველი ძალოსნები ტაილანდის მსოფლიო თასზე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

,,საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი 23 ივლისიდან პარიზში იმყოფება და აქტიურად ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის.

ჩვენი ძალოსნები ასპარეზობაში 7 აგვისტოდან ჩაერთვებიან. პირველი იასპარეზებს შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელიც სამწუხაროდ ტრავმის გამო მაქსიმალური დატვირთვით ვერ შეძლებს ასპარეზობას.

10 აგვისტოს კი პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოვლენ ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ორგზის ოლიმპიური, 7 გზის მსოფლიოს და 7 გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე( +102 კგ)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები