“შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება იქნება”- ანალენა ბაერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია. მისი განმარტებით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება იქნება.

„იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“ – წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ. მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან

 

მსგავსი თემები