ვარაუდობენ, რომ უკრაინას 400 ათასამდე მოქალაქე დატოვებს

უკრაინის ეროვნული ბანკი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მოქალაქეების გადინება 2024-2025 წლებშია მოსალოდნელი, საუბარია, დაახლოებით, 400 და 300 ათასს ადამიანზე. პროგნოზი აპრილის ანგარიშთან შედარებით გაუარესდა და ამის მიზეზად სახელდება უკრაინის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, რასაც თან ახლავს ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა.

მსგავსი თემები