ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე.

ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

მსგავსი თემები