“ემიგრაციაში მყოფი მოქალაქის საარჩევნო სიაში ყოფნა დარღვევაზე არ მეტყველებს” – ცესკო

ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის მცდელობის ფაქტი გამოავლინა.

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ემიგრანტების ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნა დარღვევაა არასწორია. ცესკოს განმარტებით, ამ ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები ნამდვილად არიან ცესკოს საარჩევნო სიაში და ეს დარღვევა არ არის. 

“საზღვარგარეთ მყოფ პირებს გასწვრივ უწერიათ, რომ ისინი არიან საზღვარგარეთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის სიაში ყოფნა დარღვევაზე არ მეტყველებს. წინასწარ არავინ იცის ესა თუ ის პირი ქვეყანაში, როდის დაბრუნდება და ადამიანს რომ მოუნდეს ჩამოსვლა მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება,”- აცხადებს ნათია იოსელიანი. 

მსგავსი თემები