კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის გოგო გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს.

,,ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში”, – ამბობს გადაცებული გოგოს ბიძა ,,რადიო თავისუფლებასთან”.

გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი თემები