საფრანგეთში 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ექსტრემალური სიცხის პერიოდია. მეტეოროლოგები 40 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას ვარაუდობენ. 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს Météo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ დეპარტამენტებში ორშაბათს ტემპერატურა ჩრდილში 40 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტო იყენებს ამინდის გამაფრთხილებელი სისტემის ოთხ დონეს, ნარინჯისფერი დონე მეორეა ადგილზეა უმაღლესი წითელი დონის შემდეგ.

მიმდინარე კვირაში სიცხის ტალღა სამხრეთიდან საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გავრცელდება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. Météo France მოსახლეობას ურჩევს დალიონ წყალი და დარჩნენ სახლში, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ხანდაზმულ ადამიანებს.

მსგავსი თემები