რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმზე არ იყო გემები, რომლებიც უკრაინამ დაზიანებულად, ან განადგურებულად გამოაცხადა – BBC

BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ მთავარ აღლუმზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, არ გამოჩენილა არც ერთი გემი, რომელიც უკრაინის არმიის სარდლობამ განადგურებულად, ან დაზიანებულად გამოაცხადა.

საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების 20-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს. რომელთაგან სულ მცირე შვიდი განადგურდა.

28 ივლისს, სანკტ პეტერბურგში გამართული საზღვაო აღლუმის ტრანსლირებისას, რუს მაყურებელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მხოლოდ ორი ხომალდი აჩვენეს.

საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მცურავმა ხომალდმა. შედარებისთვის – 2021 წელს, საზღვაო ძალების აღლუმზე ზუსტად ორჯერ მეტი იყო.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინელებმა ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკოვი“, უახლესი კორვეტი „სერგეი კოტოვი“, დიდი სადესანტო გემები „სარატოვი“, „ნოვოჩერკასკი“, „ცეზარ კუნიკოვი“, რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღა გაანადგურეს, ან დააზიანეს.

მსგავსი თემები