“არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”- ზელენსკი

“არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

„ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“-  განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება.

მსგავსი თემები