„ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება“- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე სიტყვებით, როდესაც ამერიკა და ისრაელი ერთად დგას, ისინი იმარჯვებენ – სხვა მარცხდება.

„ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები