თელავში ორი ადამიანი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

 

მსგავსი თემები