„ოღონდ 2-3% დაემატოს და კოლექტიური ნაცმოძრაობა მზადაა გახდეს „პრორუსული“ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის გაერთიანებას წარუმატებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ერთად არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

„ოღონდ 2-3% დაემატოს და კოლექტიური ნაცმოძრაობა მზადაა გახდეს „პრორუსული“. გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს ჩვენ „პრორუსულ“ ძალად.  ამ შეფასების საგანი გახდა ჩვენი 2 გადაწყვეტილება, ერთი ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ  რუსეთის ფედერაციას და მეორე – მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავგზავნეთ მოხალისე მებრძოლები. მოგვიანებით, უკრაინამ ამ 2 მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოდან. მაშინ არავის უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უკანონო.  აქედან გამომდინარე, მათი სიყალბე ვერ იქნება წარმატებული“ – აცხადებს პრემიერი.

 

მსგავსი თემები