„არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის  დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას“ – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს,   არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე, საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი  საქართველოში და სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

თქვენ იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერს იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში“ – აღნიშნა მან.

 

 

მსგავსი თემები