„პრეზიდენტი დევნის ობიექტი ხდება“- თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება. მისივე განმარტებით, მმართველი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუციის დაკნინებას ცდილობს.

„სრული უზურპაცია და ავტოკრატიის კონსოლიდაცია არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ.  ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება მოქმედი  პრეზიდენტი, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება იმპიჩმენტის პროცესისთვის,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დასახელების უფლებამოსილების შეზღუდვა, თუ ვიზიტებში მისი არ გაშვება, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის მცდელობა მისი ერთგვარი პოლიტიკური დევნის და ინსტიტუციის დაკნინების” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები