ინდოეთში გავრცელებულმა ვირუსმა 16 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში “ჩანდრიპურას” ვირუსი გავრცელდა. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაფიქსირებულია 50 შემთხვევა, აქედან 16 პაციენტი დაიღუპა.

ვირუსი Chandipur-ა ნაკლებად შესწავლილი ვირუსის სახეობაა და მისი მკურნალობის მეთოდი ან ვაქცინა არ არსებობს.

დაავადება იწვევს ცხელებას გრიპის ან მწვავე ენცეფალიტის მსგავსი სიმპტომებით. ინდოეთში, ამ დაავადების აფეთქებები პერიოდულად ფიქსირდება. ვირუსი კოღოების ან ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, თუმცა, ინდოეთის ფარგლებს გარეთ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები