“ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”- კამილა ჰარისი

“არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ” – ამის შესახებ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ჰარისმა.

მან ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით იმსახურეს“ – აღნიშნა ჰარისმა.

მსგავსი თემები