დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც იღებდა თუ როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.

საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ბიჭს.

შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე. მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. ოჯახის ცნობით, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.

მსგავსი თემები