დნიპროზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 6-მდე გაიზარდა რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მისი თქმით, 60 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსებმა დნიპროს რაკეტებითა და დრონებით 3 ივლისს დილით შეუტიეს. დაშავდა 53 ადამიანი.

გარდა ამისა, ლისაკმა დასძინა, რომ მაშველებმა სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს ქალის ცხედარი, ის 28 ივნისს მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ხელიუსუფლებამ განმარტა, რომ ეს ამ თავდასხმის მესამე მსხვერპლია.

დღეს დნეპერში გლოვის დღეა.

მსგავსი თემები