,,თავდასხმა მოხდა ჩემზე, სამი ადამიანი მირტყამდა” – აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი

,,თავდასხმა მოხდა ჩემზე… სამი ადამიანი მირტყამდა”, – ამის შესახებ აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი ყვება და ამბობს, რომ თავდასხმა თბილისში, 51-ე სკოლის წინ მოხდა.

,,ახლა ამ წამს მოხდა თავდასხმა ჩემზე. 51-ე სკოლის წინ. თავდასხმა მოხდა, რა ვიცი, მცემეს, მემგონი ტვინის შერყევას გადარჩენილი ვარ. პატრული მოსული არის. დაზიანებები მაქვს, ცოტა სისხლიც. აი აქ, წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი. მანქანის გადაღება შევძელი. მცირე დაზიანებები მაქვს. მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრებით იყო, ფიტით. ახლა პოლიციაა მოსული, სურათები გადაუღეს. ნიღბებით იყვნენ, უკნიდან, ზურგიდან დამარტყეს და წაქცევის დროს სამი ადამიანი შემდგა და კიდევ კარგი, აქ ხალხი იყო და სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი”, – ამბობს აბდუშელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აბდუშელიშვილი სოფელ ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრია. მანამდე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს, რომელიც ასევე ამ მოძრაობის წევრია. გაფრინდაშვილი მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკავშირდება.

მსგავსი თემები