„სულ ინტერესდებოდა, ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა“ – რას წერენ გიორგი გახელაძეზე

პროფესორ გიორგი გახელაძეს სოციალურ ქსელში სტუდენტები ემოციურად ემშვიდობებიან:

„სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო…

წინა სემესტრში უამრავი წიგნი მომიტანა ზურგჩანთით სამაგისტროსთვის გამოგადგებაო.

როცა მოიკითხავდი სულ გპასუხობდა რომ მხნედ იყო…

ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, სულ ინტერესდებოდა ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა.

ერთხელ კურსელს ძაღლმა უკბინა და ლექცია გადადო სანამ სასწრაფო არ მოვიდა, მარტო როგორ დავტოვოთო. ერთ ლექციას რომ გააცდენდი უკვე გკითხულობდა. შესვნებაზეც სულ სტუდენტებს ელაპარაკებოდა. ყველას უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ყველაფერზე წინ ადამიანობას აყენებდა…“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები