ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა

ცაგერში მოსული უხვი ნალექის  შედეგად,  ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ადგილზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება  შეუძლებელი იყო.

ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ დაბას, არ მიეწოდება ელექტროენერგია ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

მსგავსი თემები