„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს.როგორც პრეზიდენტი ამბობს, უკრაინის ომამდე, საქართველოს წინააღმდეგ იყო საომარი მოქმედებები.

„უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები თავისუფლებისთვისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. და ამის მიღმაც, [იბრძვიან] დემოკრატიის იდეალებისთვისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის.

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია. უკრაინის წინააღმდეგ ომამდე საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკისთან ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლის საკითხი დააყენა

 

 

მსგავსი თემები