„უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ“- შვეიცარიის პრეზიდენტი

შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამგერდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს. ამის შესახებ, ამგერდმა გლობალური მშვიდობის სამიტის გახსნისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო კონფერენციის მიზანი ამ მიმართულებით, კონკრეტული ზომების მიღება უნდა იყოს.

„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის პროცესის შთაგონება, რუსეთიც ასევე ჩართული უნდა იყოს მასში, მომავალში,გარკვეულ მომენტში. ეს ყველასთვის გასაგებია. მოვამზადებთ ნიადაგს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“- განაცხადა ვიოლა ამგერდმა.

მსგავსი თემები